საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 18-დან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასოა.
საფრანგეთის მთავრობამ არასრულწლოვანთათვის პროგრამა გააფართოვა, რომელიც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღო, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩატარდა. კვლევით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალები ხშირად უარს ამბობენ კონტრაცეფციის გამოყენებაზე ფინანსური მიზეზების გამო.
უფასო კონტრაცეპტივებით, დაახლოებით, 3 მილიონი ქალი სარგებლობს.