ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიკახეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

კახეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

amindi

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის, 2 ადამიანი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფლის ცენტრში დღეს მოხდა.

წინასწარი ცნობით, მიზეზად შურისძიება სახელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი მკვლელობაში. ადგილობრივების ვერსიით დაპირისპირებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.  

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც. თუმცა რა რეაგირება ჰქონდა წარსულში მომხდარ შემთხვევებზე პოლიციას, უცნობია.

დღეს მომხდარი მკვლელობის შემდეგ კრიმინალური პოლიცია მუშაობდა არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე, არამედ  მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!