კვირა, ოქტომბერი 20, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიავტობანზე ავარიას ცნობილი ქართველი მომღერლის ძმა ემსხვერპლა

ავტობანზე ავარიას ცნობილი ქართველი მომღერლის ძმა ემსხვერპლა

aviabiletebiaviabiletebi

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უფ­რო­სი ძმა ნიკა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც გორი-რუ­ი­სის გზა­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად 20 წლის ნიკა ქვრი­ვიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

“ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა, სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, როცა გზა­ზე გა­და­დი­ო­და” – ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

“ძმა დავ­კარ­გე… სა­მუ­და­მოდ ჩემს გულ­ში დარ­ჩე­ბი ნიკა, უკე­თეს ცხოვ­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­დი. სულ თვალ­წინ მიტ­რი­ა­ლებს მთე­ლი ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, არ მჯე­რა, რომ აღარ ხარ და ალ­ბათ ვერც და­ვი­ჯე­რებ” – წერს ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ წლე­ბის წინ ალექ­სან­დრეს ოჯახ­მა ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა. მა­შინ მომ­ღერ­ლის დედა ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვე­ბის დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა არ შე­ეძ­ლო და ამი­ტომ ისი­ნი თა­ვის­თან წა­მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო ნიკა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ალექ­სან­დრე წერს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!