ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიო22 წლის გოგო მამამ საკუთარი ხელით მოკლა - უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა, ცნობილია...

22 წლის გოგო მამამ საკუთარი ხელით მოკლა – უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა, ცნობილია მიზეზი

amindi

22 წლის ერაყელი იუთუბერი ტიბა ალ-ალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოკლა. დანაშაული წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, მსოფლიო მედიის ყურადღება მან მას შემდეგ მიიქცია, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა.

ტიბამ ერაყი 17 წლის ასაკში დატოვა და სწავლის გასაგრძელებლად ცხოვრება სტამბოლში დაიწყო. მისი თქმით, ქვეყანაში ცხოვრება ისე მოეწონა, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საკუთარ ვიდეოებში, რომელთაც „იუთუბზე“ 20 ათასზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს, ახალგაზრდა ქალი სწორედ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, თავის მოვლის რუტინასა და პირად ურთიერთობებზე საუბრობდა ხოლმე.

გავრცელებული ცნობით, ტიბას მამა, ტაიპ ალი, თავისი შვილის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგი იყო. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა შვილის ურთიერთობას სირიელ საქმროსთან.

იანვრის თვეში კი, როცა იუთუბერი შინ ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ტაიპ ალი პოლიციას თავადვე ჩაბარდა, მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!