კვირა, აპრილი 20, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიახლახანს ახალგაზრდა მაშველი სასტიკად მოკლეს … - ცნობილია მკვლელობის მიზეზი და გარდაცვლილის...
თვითფრინავის ბილეთები

ახლახანს ახალგაზრდა მაშველი სასტიკად მოკლეს … – ცნობილია მკვლელობის მიზეზი და გარდაცვლილის ვინაობა

frenis kompensaciafrenis kompensacia

მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

„სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,-ამბობს მოკლულის მამა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით