შოვის ტრაგედიისას დაღუპული დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია, - ამის თაობაზე მარიტა გუტაშვილი წერს.
"გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები: "ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ"... თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე.
ნატო ჭელიძე, ლუკა დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი, ანასტასია დუდაშვილი. პანაშვიდი 24-25 აგვისტო
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას N45, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული.
გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.