რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ დასავლეთს გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით „გაყინავს“, თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება.
რუსეთის ლიდერმა ევროპის ქვეყნების მოწოდებებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვის შესახებ, „სულელური“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს გლობალური ფასების ზრდას და ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებს.
„მიიღება პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს? დიახ, ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ მათ! და საერთოდ, ჩვენ არაფერს მივაწოდებთ... არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს, არც მაზუთს - არაფერს არ მივაწოდებთ და ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი“! - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.