"სახეში მუშტი დამარტყა... ფეხი წამოვკარი და წავიქეცი, ის უკნიდან ცდილობდა, ერტყა და ერტყა", - ამის შესახებ მიშა მშვილდაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საუბრობს. მის კომენტარს "ფორმულა" ავრცელებს.
''უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერრთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში უკნიდან სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.
შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - ამბობს მშვილდაძე.