10 სექტემბერს სავსე მთვარეა. ეს არის დღე, როდესაც შესაძლოა ძალიან ბევრი დაფარული ინფორმაცია თუ გაურკვევლობა გაჟღერდეს. ამავდროულად, სავსემთვარეობა ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია:
თუ დიდი ხანია, რთული სიტუციიდან გამოსვლას ცდილობთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, ეს არის დღე, როდესაც საბოლოოდ შეგიძლიათ, პრობლემა გადაჭრათ. მზე ურანთან ასპექტშია და ბევრ მოულოდნელობას გვპირდება. ენდეთ სამყაროს და თქვენს ინტუიციას, ნუ შეგეშინდებათ სპონტანური ქცევის.
სავსე მთვარის დროს ძალიან დიდ გამჭრიახობას იგრძნოთ და თავადაც გაგიკვირდებათ, როგორ მარტივად დაძლევთ იმ პრობლემასა თუ გამოწვევას, რომელიც იქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ.
ადვილად გადადგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელსაც აქამდე ვერ ბედავდით. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ 10 სექტემბერს, სავსე მთვარის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა - პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს დროებით ანელებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებსა და ემოციურ გამოწვევებს. ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ფრთხილად იყავით. განაგრძეთ კითხვა