მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ის სამოტივაციო მიმართვას ხშირად ავრცელებს და გოგონებიც საკუთარი პირადი პრობლემების შესახებ რჩევებს ხშირად იღებენ.
ამჯერად, ალექსანდრამ Instagram-ზე გამომწერებს ჰკითხა, რა სახის პირადი პროგრესი აქვთ. ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ საკუთარი თავის ფასი ახლა ისწავლა და აქამდე „ჭურში“ იჯდა, რაზეც ტელესახემ შემდეგნაირად უპასუხა:
„სამწუხაროდ, ქართველი გოგოების უმრავლესობა „ჭურიდან“ მოვდივართ. რას ვიზამთ, ჩვენივე დასამუშავებელი ყოფილა ის, რაც შეიძლებოდა ბავშვობიდან დიდი დოზით და პოზიტივით გვქონოდა. თვითრწმენა და საკუთარი თავის ფასი... არაუშავს. მთავარია, ვხვდებით და ვმოქმედებთ“, - წერს პაიჭაძე.