The Times-ში რაფა ბენიტესი აანალიზებს ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩს ნაპოლისა და ლივერპულს შორის. ის ორივე გუნდს წვრთნიდა. მისი თქმით, წითლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე კვარაცხელიაა.
„ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ის დიდ საფრთხეს უქმნის ლივერპულს.
ბენიტესიმ ქართველის დამსახურებები ჩამოთვალა.
„მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია, ორივე მხრიდან დრიბლინგი, პასების შექმნა და დასრულება. მას აქვს რიტმი და სურს, მატჩებში თავისი კვალი დატოვოს“.
ხუთ თამაშში მან 4 გოლი გაიტანა, რაც ნიჭის, მაგრამ ასევე მენტალიტეტის ნიშანია.
ბენიტესი აფასებს ნაპოლის უნარს, ბაზარზე ნიჭის პოვნაში.