საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.
დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი ნაკრები მეტოქესთან ანგარიშით 73:81 დამარცხდა.
A ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო.
ბარიერი ვერ გადალახეს საქართველომ და ბულგარეთმა.