ორშაბათი, აპრილი 29, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვადადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”... - რა...

დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”… – რა ხდება დიდ დიღომში?

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ფეისბუქ ჯგუფში ქალაქის პრობლემები – მოქალაქე დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გადაღებულ, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს აქვეყნებს და წერს, რომ გახშირდა ფაქტები, როდესაც უცნობი პირები კარდაკარ დადიან, კითხულობენ სხვადასხვა სახელებს და სავარაუდოდ ეძებენ ცარიელ ბინებს:

“ვდებ 2 ვიდეოს, ერთი გუშინდელია, მეორე დღევანდელი.. გახშირდა ფაქტები როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”
პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 წუთზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტიქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა  რომ უთხრა სხვაგან მოხვდითო ტელეფონი თხოვა რომ დავრეკოვო, რაზეც უარი მიიღო
მეორე ვიდეოში დილის 11:43 წუთზე ვიღაც ახალგაზრდა რომელიც ჩანს რომ აშკარად არ არის ფხიზელი აკაკუნებს 3ივე კარებზე, ამ შემთხვევაში დედაჩემმა კარები არ გაუღი, კითხულობდა “კაწიას” რომელიც თურმე გუშინ დაუტობენია ვიღაც გიორგისთან ამ ბინაში და ამ სართულზე
ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ, სავარაუდოდ ეძებენ ან ცარიელ ბინას, ან მოხუცს რომელიც კარს გაუღებს ან ბავშვს
კარები რომ არავინ გაუღო, გაბრაზდა და გინებ გინებით წავიდა
უბანი დიდი დიღომი” წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

მისივე ინფორმაციით, უკვე დაუკავშირდნენ პოლიციიდან მათ მისვლას ელოდებიან.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!