ჯგუფში „ბივერ ტერიერი საქართველოში“ ერთ-ერთი წევრი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პიტბულმა ბივერ ტერიერი შეიწირა.
„გაფრთხილებთ: ვიდეო არ არის სასიამოვნო სანახაობა.
მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ამჟამად პიტბულმა-ბივერ ტერიერი შეიწირა.
ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, საშინელი ტრაგედიის გამო. ძალიან განვიცდი და გული მტკივა...
მეგობრებო, გაუფრთხილდით თქვენ პატარებს, ღია სივრცეში იქნება ეს თუ დახურულში. რადგან, საზოგადოების ნაწილის ვიშვიში და პროტესტი, აიკრძალოს ძაღლების "უპრაკუნოდ" გამრავლება, დიდი ჯიშების, ალიკაპის გარეშე სასეირნოდ თუ სასეიროდ გაყვანა, აქამდე რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
მით უმეტეს პიტბულის, რომლის ფსიქოლოგია და ტემპერამენტი არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ დროს მას შეუძლია შეუტიოს როგორც ნაცნობებს, ისე უცნობებს, მათ შორის ბავშვებს და სხვა ცხოველებს, ყოველგვარი ნიშნის გარეშე...
პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და მკაცრად არის გასაკონტროლებელი, თუ ვის შეიძლება ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდეს. არ გაბედოს ვინმემ, საპირისპირო აზრი დააფიქსიროს“,- წერს ჯგუფის წევრი.