ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები20 სექტემბრიდან რუსთავში სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნის პრობლემა აღარ იქნება

20 სექტემბრიდან რუსთავში სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნის პრობლემა აღარ იქნება

amindi

20 სექტემბრიდან რუსთავის მიმდებარედ არსებული სოკოს წარმოება, კომპოსტირების ნაწილში საქმიანობას ამ ლოკაციაზე შეაჩერებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ სოკოს წარმოების ,,თეთრი ქუდი“ მენეჯმნტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 

20 სექტემბრიდან სოკოს წარმოების კომპოსტირების ნაწილი, რომელიც უსიამოვნი სუნის წარმოქმნას იწვევს, საწარმოს ტერიტორიაზე აღარ იფუნქციონირებს.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, საწარმომ დაარღვია დაპირება, რომლის მიხედვითაც, წარმოების ტერიტორიაზე კომპოსტირება აღარ უნდა განხორციელებულიყო.

,, ჩვენი მიზანი იყო, რომ წარმოების კომპოსტირების ნაწილი აღარ ყოფილიყო ამ ლოკაციაზე. 20 სექტემბრიდან რუსთაველებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ. კარგად მინდა გავმიჯნოთ, საუბარია წარმოების იმ ნაწილზე, რომელიც იწვევდა უსიამოვნო სუნს და რუსთავს აყენებდა უმძიმეს მდგომარეობაში. მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის ხელშეწყობას, მაგრამ ისეთი ტიპის წარმოების მიმართ, რომელიც იწვევს მავნე ზემოქმედებას მოსახლეობაზე, სახელმწიფო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვულმა.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ისეთი სახით ფუნქციონირება, როგორც სოკოს საწარმო

,,თეთრი ქუდი“ მუშაობს, დაუშვებელია- ,, ჩვენ არაერთხელ დავაჯარიმეთ აღნიშნული საწარმო, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება კომპოსტირების საქმიანობის შეზღუდვის შესახებაც. მასალები წარდგენილია სასამართლოში. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს განვახოციელებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს“- განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნი რუსთაველებს თითქმის 2 წელია რაც აწუხებთ, 20 სექტემბრიდან შპს ,,თეთრი ქუდი,“ კომპოსტირების წარმოებას, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!