ბელგიის საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა. ანგარიში 80:89 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მეხუთე ევრობასკეტზე თამაშობს და მერვედფინალში გასასვლელად დღეს მონტენეგროს დამარცხება სჭირდება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
მერვედფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებელი პირობა იყო ბელგიის ნაკრებს ბულგარეთი დაემარცხებინა.
დღეს, ბელგიის მხარდაჭერისკენ და მატჩზე დასასწრებად, რომელიც უფასო იყო, გულშემატკივარს მოუწოდა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ.
„დღეს 2 სათხოვარი მაქვს თქვენთან :
1) ვისაც დრო გაქვთ, მიდით ბელგია-ბულგარეთის თამაშზე 18:15-დან და უგულშემატკივრეთ ბელგიას (დასწრება თავისუფალია)
2) ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი 21:00-ზე“, - დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.