პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიპოლიტიკარა გაუკეთა წერილის მერე შალვა რამიშვილმა საკუთარ შვილს? – ნახეთ რა ინფორმაცია...

რა გაუკეთა წერილის მერე შალვა რამიშვილმა საკუთარ შვილს? – ნახეთ რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს

amindi

POSTV-ის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მისი ვა­ჟის გუ­შინ­დელ წე­რილს ეხე­ბა.

მისი თქმით, რა­მიშ­ვილ­მა სა­კუ­თარ შვილს “ბო­ტე­ბი მი­უქ­სია და­სამ­ცი­რებ­ლად”.

“ჩემი უზო­მო მად­ლი­ე­რე­ბა ყვე­ლას, ვინც ზუს­ტად გაგ­ვი­გეთ და ასე­თი სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი გვი­თხა­რით აზ­როვ­ნე­ბა ვე­ლია და ველი ცნობს ველს – რა უზუს­ტე­სი მიგ­ნე­ბაა. თქვენ კი, ვინც უკი­დუ­რეს სი­ბინ­ძუ­რეს აბ­რა­ლით ჩემს შვილს, სა­ოც­რად სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ას­რუ­ლებთ სი­ნამ­დვი­ლე­ში და თქვე­ნი მად­ლი­ე­რიც ვარ. თქვენ სას­წა­უ­ლი შე­ძე­ლით, ნამ­დვი­ლი ალ­ქი­მია, თქვენ უს­წრა­ფე­სად გა­ან­ცალ­კე­ვეთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა ისე ყალ­ბად, რო­გო­რიც პარ­ტი­უ­ლი და­ყო­ფაა, არა­მედ თქვე­ნი არაკ­რე­ა­ტი­უ­ლო­ბის ჩვე­ნე­ბით, ერთი სა­ერ­თო სახე გა­მო­ავ­ლი­ნეთ.

ერ­თნა­ი­რი უტიფ­რო­ბა, ერთი და იგი­ვე ტერ­მი­ნო­ლო­გია, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა, მდა­ბიო უწ­მა­წუ­რო­ბა და რაც მთა­ვა­რია, სრუ­ლი უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნით, თქვენ გა­მო­ცალ­კევ­დით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც მგრძნო­ბი­ა­რეა, კე­თი­ლია, სა­მარ­თლი­ა­ნია, გუ­ლუხ­ვი და გამ­გე­ბია. ზო­გა­და­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ ორ ნა­წი­ლად იყო­ფი­ან, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლე­ბად და პი­რი­ქით, სხვა და­ნარ­ჩე­ნი დე­ფი­ნი­ცია ამ მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. თქვენ ემ­სა­ხუ­რე­ბით პარ­ტი­ას, რო­მელ­საც სურს შალ­ვას რე­სურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გა­ვა­ლებთ უბინ­ძუ­რე­სად ლან­ძღოთ მისი შვი­ლი, თით­ქოს ასე აღ­დგე­ბა შალ­ვას იმი­ჯი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში თქვენს მიერ ტა­ლა­ხის სრო­ლა აღიქ­მე­ბა, რო­გორც შალ­ვას­გან ბო­ტე­ბის მოქ­სე­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლის უკი­დუ­რე­სად და­სამ­ცი­რებ­ლად. ეს კი­დევ უფრო უტეხს სა­ხელს მას და გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ, ვიდ­რე ჩემი შვი­ლის წე­რი­ლი. ყვე­ლა­ზე კო­მი­კუ­რი ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხო­ლოდ იმას, ვი­საც ემ­სა­ხუ­რე­ბით და ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებთ ამას. თუმ­ცა, მე­ო­რეს მხრივ სა­ოც­რად სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც და ცვლი­ლე­ბე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლა­დაც. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­მოჩ­ნდა, რომ სი­ძულ­ვი­ლის ველ­ში მყო­ფი აზ­როვ­ნე­ბა არის უნი­ჭო და გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი, რად­გან მას არ აქვს ღირ­სე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა. ის დეგ­რა­და­ცი­ას გა­ნიც­დის სულ უფრო მე­ტად” – წერს აბაშ­მა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ლაშა (ბაშო) რა­მიშ­ვილ­მა ვრცე­ლი პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ წე­რი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა “შალ­ვას მსხვერ­პლე­ბი­სად­მი თა­ნად­გო­მას”. ბა­შოს თქმით, მა­მის გამო ოჯა­ხი ხში­რად იყო მძი­მე კრი­ზი­სის წი­ნა­შე და აქვე გან­მარ­ტავს, რომ რე­ა­ლუ­რად შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან არც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და არც მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა არ აკავ­ში­რებთ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!