ბბ დაზღვევა, სადაღვევო ბაზარზე 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მოგებით სამეულშია. კომპანიამ სექტორის მთლიანი მოგების 11.7% დააგენერირა.
ბბ დაზღვევა, ბბ ლიზინგთან ერთად ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა. კომპანიის მთავარი უპირატესობაა ჰოლდინგური სერვისი, რომელსაც როგორც საცალო ისე კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს.
ბბ დაზღვევის ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბიზნესს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა.
ნებისმიერი ტიპის სადაზღვევო მომსახურების შეძენა მომხმარებელს ბაზისბანკის ფილიალებში შეუძლია.
ბბ დაზღვევა მომხმარებელს მაქსიმალურად დახვეწილ სერვისსა და ხელსაყრელ ტარიფს კომბინირებულად სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბბ დაზღვევა „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. დოლარი აქვს ინვესტირებული, ეს გარემოება კი მომხმარებელს ნდობასა და საიმედოობას უჩენს. უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ზარალის დარეგულირების სისწრაფე.
სწორედ ამ გარემოებების დამსახურებით, ბბ დაზღვევა დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საავიაციო დაზღვევის ბაზრის ლიდერია და ბაზრის 52,2%-ს ფლობს!
ბბ დაზღვევის მიმდინარე წლის გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. კომპანია აგრძელებს კორპორაციულ მიმართულებაზე მუშაობას და წლის ბოლოსთვის მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.