კვირა, აპრილი 20, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიტექინსპექტირების წესები შეიცვალა - ჯარიმები იზრდება
თვითფრინავის ბილეთები

ტექინსპექტირების წესები შეიცვალა – ჯარიმები იზრდება

frenis kompensaciafrenis kompensacia

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით – ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება.

მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება.

კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით