ბოლნისში დაკარგული ბავშვი იპოვეს და პოლიციამ ის უკვე მიიყვანა სახლში. ინფორმაციას შსს ადასტურებს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან მოშორებით, სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს.
9 წლის მოზარდი გუშინ დილით გაუჩინარდა. ბიჭს თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.