„სხვა შუადღე“ 12 სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ზე ახალ სეზონს იწყებს. გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს, 12:30 საათიდან, ახალ წამყვანებთან ერთად, ახალი სახელით გავა ეთერში.
„შუადღეს“ სოფიკო ნარჩემაშვილი ისევ წაიყვანს. მასთან ერთად გადაცემას გაუძღვებიან ანა კოშაძე და ნინუცა ორჯონიკიძე.
„შუადღის“ მთავარი პროდიუსერი კი ტელეჟურნალისტი ნუკა ორჯონიკიძე გახდა.
გადაცემის წამყვანები „რუსთავი 2-ის“ ერთგულ მაყურებელს ბევრ მრავალფეროვანი თემის გაშუქებას ჰპირდება.