კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ადამიანის გვამი არ არის... საშინელება ხდება“ - უცნაური ამბავი ვარკეთილიდან

„ადამიანის გვამი არ არის… საშინელება ხდება“ – უცნაური ამბავი ვარკეთილიდან

amindi

ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსის მცხოვრებლების ჩივილების გრძელ სიას ახალი პრობლემა შეემატა. ადგილობრივებს ერთ კვირაზე მეტია, რაც გაუსაძლის სუნში უწევთ ცხოვრება.

მძაფრი და მკვეთრი სუნის გამო კორპუსში გადაადგილება რთულია. 10 დღეზე მეტია, რაც ადგილობრივები სხვადასხვა უწყებას დახმარების მიღების თხოვნით მიმართავენ. რა შეიძლება იყოს სარდაფში, ვერსიები მრავალფეროვანია.

„სარდაფიდან საშინელი სუნი ამოდის. ადამიანის გვამი არ არის. მაგასაც განვიხილავდით. ათასი უბედურება ხდება. ამბობენ, რომ შეიძლება ცხოველის გვამი იყოს“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„5 წლის ბავშვი მყავს. ბავშვს გულისრევის შეგრძნება ეწყება ეზოში რომ ჩამყავს“,- ამბობს კორპუსის მცხოვრები. მისივე თქმით, მძაფრი სუნი 10 დღეზე მეტია რაც იგრძნობა.

კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეები მაშველ რგოლად 112-ს მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მართვის ცენტრმა დახმარება ვერ შეძლო. მათი ვერსიით, სარდაფში გარდაცვლილი ცხოველია, თუმცა ტერიტორიის გასუფთავება მათი პრეროგატივა არაა.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს და ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძეს დაუკავშირდა. როგორც დეპუტატი გვიდასტურებს, სადარბაზოში ნამდვილად არის მძაფრი სუნი და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სამგორის რაიონში, მათ შორის, ვარკეთილში, 253 ავარიული შენობაა.

დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამისთვის წელს მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ჩანაცვლების პროგრამაში მოცემული კორპუსი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!