თურქეთში ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის დროს სრულად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსის (Rönesans Rezidans) მთავარი არქიტექტორი დააკავეს. კომპლექსი მიწისძვრის დროს სრულად დაინგრა. „არქიტექტორი სტამბოლის აეროპორტში ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას დააკავეს“ - მის შესახებ გაზეთი Sabah იტყობინება.
„მთავარი კონტრაქტორი მეჰმედ იასარ ჩოსკუნი იყო, მან მილიონობით ლირა მიიღო საცხოვრებელ კომპლექსში 250 ბინის გაყიდვის შედეგად, ის სტამბოლის ახალ აეროპორტში დააკავეს, როდესაც ცდილობდა მონტენეგროში გაფრენას. მგზავრობის აკრძალვის გადაწყვეტილება სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო“ – წერს გაზეთი.
საცხოვრებელი კომპლექსი თერთმეტი წლის წინ აშენდა, მასში 250 ბინა იყო. თურქეთის კანონმდებლობით, ახალი შენობა ყველა საჭირო სტანდარტის გათვალისწინებით უნდა აშენებულიყო და კონკრეტულ ბიძგებზე გათლილი უნდა ყოფილიყო.