მიჩიგანის შტატში მცხოვრები კაცი წლების განმავლობაში ლატარიაში ერთსა და იმავე რიცხვებს (, 07-27-37-42-59) ირჩევდა და ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.
62 წლის ჯეფრი ფილიპსმა ლატარიის ბილეთი ქალაქ ჩელსიში, ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა, ხოლო როცა შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ 2 მილიონი დოლარი მოიგო.
კაცი მოგებული თანხით, პირველ რიგში, ახალი სახლისა და ავტომობილის შეძენას გეგმავს.