შემზარავი შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში. 72 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, მგლებმა დაგლიჯეს. მას გარეული ცხოველი თავს საკუთარ სახლთან გუშინ დაესხა. ცხედარი ადგილობრივებმა დღეს იპოვეს და ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
“დამირეკეს დაიღუპაო. ჩამოვედი და ვნახე მაგ მდგომარეობაში… წელს ზემოთ არაფერი აღარ ჰქონდა. სახლის ეზოში იყო. მგლის მოკვლაზე ჯარიმებიაო და მგელი გავამრავლოთ და ხალხის ხოცვას ვუყუროთ? საპირფარეშოში გამოვიდა, როგორც ჩანს წაიქცა, დაესივნენ და შეჭამეს კაცი. გამიცოცხლებს ვინმე?” – ამბობს გარდაცვლილის შვილი.