კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.
ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს“ – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.