კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ჩემი პირველი სიხარული გამიფრინდა“ - ავარიისას დაშავებული ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა,...

„ჩემი პირველი სიხარული გამიფრინდა“ – ავარიისას დაშავებული ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

amindi

2022 წლის 21 სექტემბერს სოფელ მისაქციელთან დაშავებული 29 წლის დავით ჩალაგაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის დედა, ხათუნა ოტიაშვილი ავრცელებს.

„ძალიან ცუდად ვარ. 4 თვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა. ჩემი დათუნას გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და მიმატოვა. რა ვქნა, როგორ გავუძლო ამ უსაშველო ტკივილს. დაგვტოვა ასე ფრთამოტეხილები. ძალიან მტკივა, ჩემი პირველი სიხარული გამიფრინდა. ღმერთო, ასე რატომ მოხდა, რატომ?!“, - წერს გარდაცვლილის დედა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი ბოლო წუთამდე რეანიმაციაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახს კი საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროებოდა.

დედის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცმა მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება, რამაც გამოიწვია მის ტვინში სისხლჩაქცევა და თავის ტვინის შეშუპება.

„გაკეთდა ტრეპანაცია, ამოიღეს ჰემატომა და საფეთქლიდან შემავალი ძვლები. იგი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილი იქნა შემდეგი დაზიანებებით.

1) მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი.

2) ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა.

3) ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.

4) თავის ტვინის კეროვანი ტრავმა.

5) თავის ტვინის ტრავმული შეშუპება

6)ქალასარქვლის მოტეხილობა

7) ქალას ფუძის მოტეხილობა

8 ცხვირის ძვლების მოტეხილობა ცდომის გარეშე

9)მარცხენა ზედა ყბის წიაღის მოტეხილობა

10) ცხვირის ზედაპირული ტრავმა

11 )სუნთქვის მწვავე უკმარისობა

12) ფილტვის დაჟეჟილობა ის დღემდე მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაშიკომატოზურ მდგომარეობაში.“ - წერდა რამდენიმე თვის წინ ხათუნა ოტიაშვილი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!