ანგარების მოტივით ბებიის შეკვეთილი მკვლელობა თბილისში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 26 წლის მამაკაცი, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს დაქირავებული მკვლელისთვის 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა, პირს კი რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.