ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა - ნახეთ რატომ...

150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – ნახეთ რატომ გააუპატიურეს და მოკლეს და რა ფოტომასალა მიაწოდეს პროკურატურას

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 29 წლის იოსებ რიბაკოვის საქმის განხილვა განახლდება, რომელსაც ბრალად 72 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ედება.

რიბაკოვს პირველი ინსტანციის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შემზარავ დანაშაულს, რომელიც მან გასულ წელს ჩაიდინა, რიბაკოვი ასე იხსენებს:

,,ვიმყოფებოდი ჯანიაშვილი გელას ოჯახში, დავლიეთ ღვინო, წამოვედი იქიდან და მივედი ძულიაშვილი თინას ოჯახში, მინდოდა მისი შვილიშვილის ნახვა, რის გამოც ბებიამისმა დამიწყო წიწინი, წყევლა და ჩხუბი, დამემუქრა ბიჭებით, ნათესავებით, რის გამოც ავყევით, შევათრიე სახლში, ავაფარე პირზე ხელი და დავუკავე თავი და დავცხე. რო გაიხადა ტანსაცმელი, დავუწყე გაუპატიურება. ერთი-ორი პროსტა ჩავარტყი წელში რომ გამეთიშა. იქვე ჯამი იდო მაგიდაზე და ის ჩავარტყი თავში გათიშვის მიზნით, დავტოვე ასე მიცვალებული, არ ვიცოდი თუ მკვდარი იყო, გადავაფარე პალტო, გამოვედი და წამოვედი სახლში.”

აღნიშნული ჩვენება შს სამინისტრომ მისი დაკავების შემდეგ გაავრცელა.

აქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!