საგარეჯოში მოკლული, ნოდო რჩეულიშვილის სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი დედაზე გახლდათ.
მისი უკანასკნელი პოსტი დედას ეძღვნება:
“ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი”.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა.
6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა.