მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მუსიკოს მეუღლეს ტარიელ სუარს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს:
„ჩემო ძვირფასო ტარიელ, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბედს, რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა.
გისურვებ ყველა შენი სურვილის ახდენას და გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. ძალიან მიყვარხარ“! – წერს ია ფარულავა.