გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.