კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიროგორ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს დალი ჩიტალაძე

როგორ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს დალი ჩიტალაძე

amindi

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე მათ, ვისაც წონის პრობლემა აქვთ, საკუთარ ოქროს წესს უმხელს, თუ როგორ დაიკლონ საგრძნობლად წონაში და როგორ იყვნენ სასურველ ფორმაში.

„ჩემი თავის მოვლის რუტინა მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია. ვუვლი როგორც სახის, ისე ტანის კანს. მაგრამ, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ზედმეტი კილოგრამები მოვიშორო. ზამთარს და ადრეულ გაზაფხულს ახასიათებს კალორიების დაგროვება და შედეგად მიღებული ზედმეტი კილოგრამები აუცილებლად უნდა მოიცილო. ჩემთვის ის 2-3 კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელი ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის აკრეფა დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატნია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ (იცინის). რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში.

ყველაფერს ვჭამ რაც გემრიელია, მაგრამ როგორც კი დოზას გავზრდი, ვიმატებ. თუ ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ცოტ-ცოტას, გამორიცხულია მოვიმატო. ეს არის ჩემი ოქროს წესი – შეამცირეთ დოზა. თუ გინდათ, საგრძნობლად დაიკლოთ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბურღულეული და უნდა მიიღოთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი. თევზი, კვერცხი, ყველი, ბოსტნეულთან ერთად. ამ პროდუქტის მიღება აუცილებელია, ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის, თუმცა, ხანდახან განტვირთვის დღეებიც, ანუ მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაც კარგია.“ - განაცხადა ჩიტალაძემ „თბილისელებთან“.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!