ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინინივთები ბინაში, რომლებიც მფლობელის სიღარიბეზე ყვირიან. სინანულის გარეშე გადაყარეთ

ნივთები ბინაში, რომლებიც მფლობელის სიღარიბეზე ყვირიან. სინანულის გარეშე გადაყარეთ

amindi

სახლში სიმშვიდე და მყუდროება ხშირად გარემოზე დამოკიდებულია. ზოგიერთი ნივთი განწყობას და მფლობელზე შთაბეჭდილებას მაშინვე წაახდენს. ისინი ყვირიან, რომ მფლობელს ფინანსური პრობლემები აქვს, თუნდაც ასე არ იყოს. ამ პატარა დეტალებმა შეიძლება ძვირადღირებული რემონტიც გააფუჭოს.

Novate გიამბობთ, რომელი ნივთები მოიშოროთ სასწრაფოდ, რომ ატმოსფერო არ გააფუჭოთ. არ გაიძულებთ, მხოლოდ გირჩევთ.

სიმშვიდე და მყუდროება სახლში

როცა ბინაში ცხოვრობთ, შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რომ რაღაც რიგზე არაა. აი, სტუმარს, რომელიც ბინაში პირველად შემოდის, ყველა წვრილმანი თვალში ხვდება. ბინას მიუკერძოებელი თვალით გადახედეთ და აღმოაჩინეთ, რაც მოძვლებულია ან შეცვლას საჭიროებს. ასეთი თითოეულ სახლში არის. თუ ყურადღებით დააკვირდებით, მათ პოვნას შეძლებთ. პირველ რიგში, ყურადღება ამ 5 ნივთს მიაქციეთ.

რბილი ავეჯი

დიახ, რბილი ავეჯი შთაბეჭდილებას ხშირად აფუჭებს. ყურადღება საყვარელ სავარძელს და დივანს მიაქციეთ. თუ შეამჩნიეთ ადგილი, სადაც გადასაკრავი გაუფერულებული და გაცვეთილია, დროა შეცვალოთ. რა თქმა უნდა, არა ავეჯი, ეს ზედმეტი მფლანგველობაა. ახალი გადასაფარებელი ან გადასაკრავი შეიძინეთ. ასე ოთახს მყუდროებას შემატებთ.

ფარდა

ჩვენ სიაში შემდეგი პუნქტი ფარდა. პირველ რიგში, თუ ფარდა კარის ღიობში გაქვთ, ჩამოხსენით. ეს მოძველებული ანტიტრენდია. მეორეც, სახლში სხვა ფარდებს დააკვირდით. იქნებ დროა, რომ უფრო ახალი და მოდური ვარიანტით ჩაანაცვლოთ.

მდიდრული ჭაღი

ახლა მინიმალიზმი ტრენდშია. ყველა ეს ძვირადღირებული და მდიდრული ჭაღი, რომლებიც ბებიისგან მემკვიდრეობით დაგვრჩა, სახლს მდიდრულს არ ხდის. პირიქით, იაფფასიანი და უგემოვნოა. რაღაც უფრო მოდური და ნაკლებად ღვლარჭნილი ვარიანტით ჩაანაცვლეთ.

გატეხილი ჭურჭელი

ძველი ჭურჭელი სახლს მყუდროებას ვერ შემატებს. გირჩევთ, რომ დღესვე ყველა გატეხილი ჭურჭელი ნაგვის ურნაში გადაყაროთ. თუ მათ შორის თქვენთვის საყვარელი ჭიქა ან თასია, რა თქმა უნდა, გადაგდება არ ღირს. უბრალოდ უცხო თვალისგან დამალეთ.

ხალიჩის ბილიკები

ინტერიერის დიზაინერები გირჩევთ, რომ ხალიჩის გზაზე საერთოდ უარი თქვათ, მაგრამ ჩვენ ასეთი რჩევის გაცემა არ გვსურს. თუ თქვენი ხალიჩა გაცვეთილი და დაძურწულია, ამ შემთხვევაში სჯობს დაასვენოთ. როგორც ასეთი, ხალიჩა ინტერიერის კარგი ელემენტია. თუ სწორად გაწმენდთ, საკმაოდ მოდურად გამოიყურება. სახლს მყუდროებას მატებს.

ესაა 5 ნივთი, რომლებიც სჯობს სახლიდან გაიტანოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი სახლი თქვენი ტერიტორიაა. მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გამოიყურება გონივრულად და რა არა. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ თვლით!

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!