პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინი8 რჩევა, როგორ გააფართოოთ ვიწრო დერეფანი, თუ კედლები გახრჩობთ და მოსაბრუნებელი არსადაა

8 რჩევა, როგორ გააფართოოთ ვიწრო დერეფანი, თუ კედლები გახრჩობთ და მოსაბრუნებელი არსადაა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოში ბინების უმეტესობაში შემოსასვლელი დიდი ზომებით არ გამოირჩევა. სამწუხაროდ, შემოსასვლელი ადგილისთვის ყოველთვის მიზერული ადგილია გამოყოფილი, რადგან მის როლს მნიშვნელოვნად არ თვლიან. ასე ვიღებთ ვიწრო და არაკომფორტულ შემოსასვლელს, რომელიც დაკისრებულ ფუნქციებს ცუდად ასრულებს. Novate გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემა.

რჩევა 1: კედლები მოაშორეთ

კედლების მოშორება და მეზობელ ოთახთან გაერთიანება პატარა დერეფნის შემთხვევაში ყველაზე აშკარა გამოსავალია. ასე საცხოვრებელი ზონა გაიზრდება, ხოლო შემოსასვლელში თავს ისე არ იგრძნობთ, როგორც ვიწრო კარადაში. ამ გადაწყვეტილებას რიგი უარყოფითი მომენტიც აქვს. პირველ რიგში, ნებისმიერი გადაკეთება შეთანხმებას მოითხოვს, მეორეც, ამის გაკეთება ყველა ბინაში შესაძლებელი არაა. კედელი შეიძლება მზიდი იყოს, ხოლო თუ საცხოვრებელი ბინა გაზის სისტემით აღჭურვილია, საცხოვრებელი ზონიდან სამზარეულოში შესვლა შეუძლებელია.

გაითვალისწინეთ, რომ ოთახების გაერთიანების შემდეგ კონფიდენციალობას დაკარგავთ, ქუჩიდან შემოსული ჭუჭყი საცხოვრებელ ზონაშიც გავრცელდება. თუ ჰიგიენის კუთხით განიხილავთ, დერეფნის დერეფნად დატოვება სჯობს, თუნდაც პატარა იყოს.

ამ შემთხვევაში შემოსასვლელ და მისაღებ ოთახს შორის მინის კედელი კომპრომისია. ასე დერეფანში ბუნებრივ სინათლეს შეუშვებთ, რის ხარჯზეც უფრო მსუბუქი და მოცულობითი გახდება. საცხოვრებელი ზონა მტვრისა და ჭუჭყისგან დაცული იქნება. გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივი კედლის მინით ჩანაცვლება შესაძლებელია, თუ მზიდი არაა.

რჩევა 2: პრიალა ზედაპირებს უპირატესობა მიანიჭეთ

თუ კედლების მოხსნა შეუძლებელია, სხვა გეგმას მიმართეთ. მაგალითად, გლუვის ნაცვლად პრიალა ზედაპირები გამოიყენეთ. შესანიშნავი ვარიანტია ჩაშენებული კარადა–კუპე ბზინვარე კარით, რომელიც დერეფნის ინტერიერს მოცულობითს ხდის და დამატებითი სივრცის ილუზიას ქმნის. თუ თვლით, რომ თეთრი პრიალა ადვილად ჭუჭყიანდება, მუქი ფერი გამოიყენეთ. დიახ, ოთახს ნაკლებ სინათლეს შემატებს, მაგრამ ინტერიერს უფრო ღრმას გახდის. მსგავსი ხრიკი სველ წერტილსა და სხვა ოთახებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სინათლის ამრეკლავი კიდევ ერთი მასალაა ლაქიანი შპონი. ახლახანს მოდაში დაბრუნდა, ამიტომ გაითვალისწინეთ.

რჩევა 3: ჭერი ასწიეთ

გრძელი ვიწრო დერეფანი უკვე დიდი პრობლემაა, მაგრამ დაბალ ჭერთან ერთად პრობლემა იზრდება. სიტუაციიდან გამოსასვლელად რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ. პირველი, კედლები და ჭერი ერთ ფერში შეღებეთ, რომ ერთი ზედაპირი მეორეში უხილავად გადავიდეს. მეორე, პრიალა ბზინვარე ჭერის სახით ამრეკლავი შემატეთ. ასე გაცილებით მაღალი გამოჩნდება. კონტრასტზე თამაშით ეფექტს გააძლიერებთ: იატაკი მუქი და გლუვი გააკეთეთ.

რჩევა 4: სარკეში გაიარეთ

სარკე პატარა და ვიწრო სივრცესთან ბრძოლაში ერთ–ერთი საუკეთესო დამხმარეა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემოსასვლელის ინტერიერში აუცილებელია (სახლიდან გამოსვლამდე გარეგნობა ხომ უნდა შეაფასოთ), ყველაფერი კარგად ლაგდება. უმარტივესი გამოსავალი: მაღალი კარადა სარკიანი კარით მოკლე კედლის გასწვრივ დადგით. ავეჯი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და ვიწრო ოთახის ზომებს შეცვლის. თუ თვლით, კარადა–კუპე მოძველებული სისტემაა, სარკე კარადებს ან სვეტებს შორის გადაიტანეთ, რომ სივრცე გაზარდოს. ელეგანტურ და ფუნქციურ სურათს მიიღებთ.

მზად ხართ, რომ დალაგებაზე მეტი დრო დახარჯოთ? მაშინ სარკიან კედელს უპირატესობა მიანიჭეთ. ის ვიწრო დერეფანს ჰაერს და სივრცეს შემატებს, პერსპექტივის აუცილებელ ილუზიას შექმნის. სარკე მინიმალისტური მოხატულობით შეარჩიეთ, რომ სტუმრებს კედელში „შესვლა“ არ მოუწიოთ. რეალიზმი ზომიერად გამოიყენეთ.

კიდევ ერთი ვარიანტი: სარკე–ფანჯარა ან სარკე–კარი. პირველ შემთხვევაში, ინტერიერში ფიგურული ჩარჩო ჟალუზებით და სარკიანი ტილოთი გამოიყენეთ, მეორე – კარში გამჭვირვალე მინის ნაცვლად სარკე ჩასვით. ანარეკლი დამატებითი სივრცის ილუზიას შექმნის, ოთახს ჰაერს შემატებს.

რჩევა 5: მაღალი კარი ჩასვით

სარკე და ამრეკლავი ზედაპირები კარგია, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლოთ. ბევრი უფრო დელიკატური მეთოდიც არსებობს, რომელიც სივრცეს ცვლის. მაგალითად, შემოსასვლელი კარის სიმაღლე გაზარდეთ, თუ ჭერი ამის საშუალებას გაძლევთ. ასე ვიწრო შემოსასვლელი გარკვეულ საზეიმო იერს მიიღებს. არასტანდარტული ზომის კარის შეკვეთით დამზადება მოგიწევთ, რაც მზა კარზე უფრო ძვირია და ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა შედეგი, რომელსაც რემონტის შემდეგ მიიღებთ, ამად ღირს. მუქი, ვიწრო და პირქუში ოთახიდან მოდურ და ლამაზ დერეფნად გადაიქცევა.

თუ ბიუჯეტი ძლიერ შეზღუდულია, სხვა გზა აირჩიეთ. მაგალითად, კარის ღიობი ჭერის ქვეშ გააკეთეთ, ხოლო კარი სტანდარტული შეიძინეთ. სივრცე, რომელიც ზემოთ დარჩება, ჩვეულებრივი პანელით დაფარეთ. კარის ფერი ტილო შეარჩიეთ. ასე თანხას დაზოგავთ, ხოლო ვიზუალური ეფექტი თითქმის ერთნაირი იქნება, როგორც მაღალი კარის შეკვეთის შემთხვევაში.

რჩევა 6: დაყავით და იბატონეთ

გრძელი დერეფნის პროპორციების გასასწორებლად ფარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის სივრცეს ორ ნაწილად ყოფს და ასე ორ ფუნქციურ ზონას მიიღებთ. ერთი შემოსასვლელი იქნება, მეორე კერძო. როგორც ვარიანტი, უფრო რადიკალური მეთოდი გამოიყენეთ და გამჭვირვალე კარი ჩასვით. ეს მეთოდი წინაზე უკეთესია, რადგან დერეფანში ბუნებრივ სინათლეს შეინარჩუნებთ. კარის ნაცვლად მინა ბლოკიც შეგიძლიათ ჩასვათ, რომელიც შემოსასვლელს მისაღები ოთახის ზონიდან გამოყოფს.

დიზაინერები ხშირად იყენებენ გასაწევ კედლებს, რადგან ასე დერეფნის საზღვრების ოდნავ გაწევა შეიძლება. დერეფანსა და მისაღებ ოთახს შორის მოძრავი ტიხარი ოთახებს ყოფს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ვიზუალურად აკავშირებს. მსუბუქი, ჰაეროვანი, მაგრამ არა გამჭვირვალე ტიხარი შეარჩიეთ. გლუვი მინის მოდელი კარგი ვარიანტია.

რჩევა 7: კარი შეღებეთ

კარი შეღებეთ ან თავიდანვე ღია ფერის მოდელი გამოიყენეთ. კარს სათანადოდ არ აფასებენ და მხოლოდ დამხმარე როლს ანიჭებენ. სინამდვილეში, კარი შეიძლება კარგი აქცენტი და აქსესუარი გახდეს, ამიტომ დროა მოსაწყენი და მკრთალი კარი რაღაც ნათელი და ორიგინალურით ჩაანაცვლოთ. აი, ნახავთ, ვიწრო დერეფანი მაშინვე გარდაიქმნება და ახალი ფერებით ათამაშდება, რადგან კონტრასტი ოთახს დინამიკას შემატებს. შემოსასვლელი ზონა უსახური აღარ იქნება, არამედ თავის ხასიათს შეიძენს.

რჩევა 8: გალერეა მოაწყვეთ

დიზაინერებს გრძელი ვიწრო დერეფანი უკაროდ ყველაზე მეტად არ უყვართ. გასაფორმებლად ყველაზე რთული და მოუხერხებელია. თუ ასეთი დერეფნის „ბედნიერი“ მფლობელი ხართ, ხრიკი გამოიყენეთ: გალერეა მოაწყვეთ. კედლები ლამაზ ღრმა ფერში შეღებეთ, განათება მოიფიქრეთ და დაკიდეთ ფოტოები ან პოსტერები, რომლებიც ინტერიერს ჰარმონიულად მოერგება. მარტივი მოქმედებით ვიწრო დერეფანი გაცილებით მიმზიდველი გამოჩნდება.

გრძელი დერეფნის ბოლოში ყრუ კედელზე დახვეწილი ნახატი ჩამოკიდეთ. ცნობილი მხატვრის თვალწარმტაცი ტილო აუცილებელი არაა. აირჩიეთ სიუჟეტი, რომელიც მოგწონთ. ნებისმიერი ნახატი საოცრად გამოიყურება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!