საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცხოველზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ უმკაცრესი ზომებია გასატარებელი.
“უმკაცრესი ზომებია გასატარებელი !!!!
ეს რა უბედურება წავიკითხე” – წერს ჩიჩუა
ხელების კანკალით ვწერ პოსტს
ამ გაუმართავ ქვეყანაში, სადაც კაცები ქალებს, ქმრები ცოლებს და ადამიანები მიუსაფარ უპატრონო ცხოველებს ცალი ფეხით ხეზე დაკიდებულს ცეცხლს უკიდებენ, კიდე რა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს არ ვიცი
ორი დღის წინ თბილისთან ახლოს, გზატკეცილზე ამ ყველაზე კეთილ თვალებიან ლეკვს ხეზე დაკიდებულს ცეცხლს უკიდებდა სამი კაცი!!!
ვერ მოასწრეს, ორი წლის წინ ძალიან კარგ ადამიანზე ელიავადან გავაჩუქე ლეკვი და ბედზე სწორედ მან გაიარა იმ ადგილზე და მიუსწრო კიოდა ლეკვი
ზურგი და კუდი აქვს შეტრუსული და იმ ფეხით კოჭლობს რომლითაც დაკიდებულო იყო ცოტა დრო უნდა და კოჭლობსც გაუვლის, პოლიციაში უკვე დარეკილია და ეძებენ ამ კაცებს, საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიყვებიან!
რიტუალებს ატარებენ თურმე ეს ავადმყოფი ნაძირლები, კიდე ვერ გამოვდივარ შოკიდან
ეს უსუსური ლეკვი შეფარებულია შემფარებელთან, დაუფინანსდება სტერილიზაცია და უნდა გაჩუქდეს ნორმალურ პატრონზე, ხომ წარმოგიდგენიათ რას გადაიტანდა - წერს თამთა ჭიღლაძე