შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიUncategorizedრეკომენდაციები, თუ სად და როგორ უნდა იდგეს ნაძვის ხე 2023 წლისთვის -...

რეკომენდაციები, თუ სად და როგორ უნდა იდგეს ნაძვის ხე 2023 წლისთვის – ნახეთ და გაითვალისწინეთ

amindi

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაძვის ხის დადგმას 12 დეკემბრის შემდეგ იწყებს. კათოლიკეები ნაძვის ხეს 31 დეკემბერს ნაშუადღევის შემდეგ დგამენ, თუმცა, მათი ნაწილი ნაძვის ხეს წმინდა ნიკოლოზის დღეს, 19 დეკემბერს რთავს.

მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე 2023 წელს.

შავი კურდღლის წელიწადს,  ფულის მოსაზიდად საახალწლო ხის ქვეშ ყულაბა უნდა დადოთ. ასევე, შეგიძლიათ მის გვერდით მოათავსოთ სათამაშო ოქროსფერი კურდღლის ფიგურა.

ექსპერტები ნაძვის ხეზე ყველა ტიპის დეკორაციის დაკიდებას არ გვირჩევენ. საჭიროა სტილისა და ფერთა გამის დაცვა.

უმჯობესია, არ გამოიყენოთ ნათელი წითელი ყვავილები. უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებსა და მწვანეს.

 

ლურჯი, ვერცხლისფერი და მწვანე ფერები ენერგიისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ასევე, ექსპერტების აზრით, ნიგოზი ხელს შეუწყობს საყვარელი ადამიანების დაავადებებისგან დაცვას.

შავი კურდღლის წელიწადს, სასურველია, რომ სადღესასწაულო ხეზე ჭარბობდეს მწვანე, ბრინჯაოსფერი, სპილენძისფერი, ნაცრისფერი, თეთრი, ფირუზისფერი, შავი, კრემისფერი და ოქროსფერი სათამაშოები.

ძირითადად, ჭარბობს ღია ფერების კომბინაცია – თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად დადგათ ნაძვის ხე, რათა სახლში ბედნიერება და იღბალი შემოვიდეს. ჩინური ფილოსოფიის თანახმად, ნაძვის ხისთვის სახლში შესაფერისი ადგილის არჩევა ხელს შეუწყობს სიმდიდრის, ბედნიერებისა და სიყვარულის მოზიდვას.

ნაძვის ხის ადგილი იმის მიხედვით უნდა აარჩიოთ თუ რისი მოზიდვა გსურთ ახალ 2023 წელს.

ოთახის შესასვლელთან მდებარე მარცხენა კუთხეში ნაძვის დადგმა კარგია ახალი ნაცნობების შესაძენად, ხოლო შესასვლელიდან მოშორებით მდებარე მარცხენა კუთხეში – ფულის მოსაზიდად.

ოთახის მარჯვენა კუთხე ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების დამყარებას და ურთიერთობებში ჰარმონიის მოტანას.

თუ ჯანმრთელობა წინა პლანზეა, ხე უნდა მოათავსოთ ოთახის ცენტრში.

სახლის სამხრეთი ნაწილი ავტორიტეტის მოხვეჭას უზრუნველყოფს, აღმოსავლური – ურთიერთგაგებას საყვარელ ადამიანებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ხელს შეუწყობს ფინანსური სიმდიდრის განმტკიცებას. დასავლეთ ნაწილში ნაძვის ხის დადგმა სასიყვარულო ურთიერთობების დალაგებას მოგიტანთ.  ჩრდილო-დასავლეთი მხარე კი მომავალი წლის განმავლობაში მოგზაურობებს მოასწავებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!