გამოცემა პრაიმტაიმის მიერ გამოქვეყნებულმა ისტორიამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გამოცემამ მაია ყაჭიაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, ქალთან, რომელიც სულ პატარა იყო, როდესაც მიატოვეს და მის გამო ჯერ ის ქალი მოკლეს ვინც შვილად აიყვანა, შემდეგ კი მისი ბიოლოგიური დედა მოკლეს და ეს ყველაფერი მისივე ნათესავებმა გააკეთეს, რადგან ქონების მითვისება სურდათ. ახლა მაია ყაჭიაშვილი მამას ეძებს, ბიოლოგიურ მამას.
მაია ყაჭიაშვილი 10 თვის იყო, როდესაც სოფელ კალაურში, ერთ-ერთ ოჯახში, ნუშის ძირას იპოვეს. 1964, ან 1965 წელი იქნებოდა. წინსაფრის ჯიბეში ერთი ცალი "პეჩენია" ედო. ოჯახი, რომლის ეზოშიც მაია იპოვეს, უშვილო გახლდათ და რაღა თქმა უნდა, ქალს მაშინვე შეუვარდა პატარა გოგონაზე გული. ქმარი ეწინააღმდეგებოდა თურმე, არ უნდოდა მისი შვილად აყვანა, მაგრამ ბოლოს ცოლმა დაიყოლია და ოჯახმა მათ ეზოში მიტოვებული ბავშვი იშვილა.
მაია "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უყვება თავის თავგადასავალს – როგორ მოკლეს მის გამო ორი დედა – გამზრდელიც და ბიოლოგიურიც…
– დავიბადე გურჯაანში ან ყვარწლში. 10 თვის ვიყავი, რომ გამაშვილეს – კალაურში, ეზოში მიპოვეს ნუშის ძირში. „ფართუკის“ ჯიბეში ერთი "პეჩენია" მედო. მიშვილა ძალიან კარგმა ხალხმა. ვეტ ექიმი იყო ჩემი გამზრდელი მამა. ამ ამბიდან 9 თვის შემდეგ, დედა თავისმა მაზლის შვილმა გამოასალმა სიცოხლეს – თოფით მოკლა ჩემი გამზრდელი დედა ჩემ გამო – რატომ აიყვანეთ შვილი, თქვენი ქონება მე უნდა დამრჩესო...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამო ჩემმა გამზრდელმა მამამ ცოლი დაკარგა, მაინც ძალიან ვუყვარდი. რას არ მიკეთებდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, თან მყვებოდა და ახლაც, გარდაცვლილი ყველაზე ძალიან მიყვარს. სამი წლის ვიყავი, რომ მეორედ დაქორწინდა, მაგრამ დედინაცვალი მცემდა და ეს რომ გაიგო, გაშორდა მაშინვე. შემდეგ 8 წლის ვიყავი, როცა კიდევ ერთხელ დაქორწინდა და ძალიან კარგი ქალი შეირთო. სწორედ მისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. მეზობელმა მკითხა, – შენი დედინაცვალი სახლშიაო? და მე მას ვუთხარი ამის შესახებ. დამსვა და მითხრა: როგორი დედაც თამარა (გამზრდელი დედა) იყო შენთვის, ისეთი დედა ვარ მეცო. სწორედ მან გამზარდა და მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ეს დედინაცვალიც დაიღუპა. ამის შემდეგ მამას დისშვილმა წამიყვანა თელავში და მზრდიდა მამიდაშვილი და მისი ცოლი. თავადაც ჰყავდათ 3 ბიჭი და მეოთხე გოგო გვყავსო, ჩემზე ამბობდნენ და უხაროდათ. სკოლაშიც მათ მიმიყვანეს. საერთოდ არ მიგრძვნია, რომ უცხო ვიყავი მათთვის, ის ბიჭებიც ძმები არიან ჩემთვის, ახლაც.
მაია ყაჭიაშვილი 10 თვის იყო, როდესაც სოფელ კალაურში, ერთ-ერთ ოჯახში, ნუშის ძირას იპოვეს. 1964, ან 1965 წელი იქნებოდა. წინსაფრის ჯიბეში ერთი ცალი "პეჩენია" ედო. ოჯახი, რომლის ეზოშიც მაია იპოვეს, უშვილო გახლდათ და რაღა თქმა უნდა, ქალს მაშინვე შეუვარდა პატარა გოგონაზე გული. ქმარი ეწინააღმდეგებოდა თურმე, არ უნდოდა მისი შვილად აყვანა, მაგრამ ბოლოს ცოლმა დაიყოლია და ოჯახმა მათ ეზოში მიტოვებული ბავშვი იშვილა.
მაია "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უყვება თავის თავგადასავალს – როგორ მოკლეს მის გამო ორი დედა – გამზრდელიც და ბიოლოგიურიც…
– დავიბადე გურჯაანში ან ყვარწლში. 10 თვის ვიყავი, რომ გამაშვილეს – კალაურში, ეზოში მიპოვეს ნუშის ძირში. „ფართუკის“ ჯიბეში ერთი "პეჩენია" მედო. მიშვილა ძალიან კარგმა ხალხმა. ვეტ ექიმი იყო ჩემი გამზრდელი მამა. ამ ამბიდან 9 თვის შემდეგ, დედა თავისმა მაზლის შვილმა გამოასალმა სიცოხლეს – თოფით მოკლა ჩემი გამზრდელი დედა ჩემ გამო – რატომ აიყვანეთ შვილი, თქვენი ქონება მე უნდა დამრჩესო…
მერე გამოჩნდა დედაჩემი – ბიოლოგიური დედა. სკოლაში მომაკითხა და მითხრა, მე ვარ დედაშენიო. მას ერქვა დოდო (მერისაც ეძახდნენ). არც და ჰყავდა და არც ძმა. ვერ მივიღე ეს ქალი, ვერ შევიყვარე. სკოლის ფანჯრიდან რომ დავინახავდი ხოლმე, მოდიოდა, გავრბოდი და ვიმალებოდი, არ მინდოდა მასთან ურთიერთობა. მარტო იმას ვითხოვდი, ეთქვა, მამა ვინ იყო, მაგრამ ისე მოკვდა, რომ არ მითხრა.
ისე განვიცდიდი, გამზრდელ მამას არ ენერვიულა, რომ ისე მოკვდა, არც ის იცოდა, დედა რომ მაკითხავდა და არც ის – მამის მოძებნა რომ მინდოდა. შენ მარტო ჩემი ხარო – მეტყოდა ხოლმე და გულში მიკრავდა. ჩემს შვილებზეც თან იყო გადაყოლილი და სიგიჟემდე უყვარდა.
ჩემმა ქმარმა 15 წლისა მომიტაცა და თელავში ვცხოვრობდით. დოდომაც იქ იყიდა ბინები და თავის დეიდასთან და დეიდის ქმართან ერთად ცხოვრობდა. მოდიოდა ჩემთან სტუმრად, მაგრამ არ ვიღებდი. მერე ჩემს ქმარს დაუახლოვდა და ასე სცადა ჩემთანაც დააახლოებაც. ერთი პერიოდი თითქოს მივიღე კიდეც, მაგრამ გული არა და არ მომიბრუნდა მასზე.
ერთხელ ქუჩაში შემხვდა შემთხვევით და მითხრა, შენს ერთ შვილს (სამი შვილი მყავს) ჩავწერ ჩემთან სახლში, რომ ჩემი ქონება მას დარჩესო. მე შორს დავიჭირე და ვიუარე. როგორც ჩანს, ამის შესახებ სახლში მოჰყვა და დეიდამისმა და ბიძამისმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ტყეში წაიყვანეს, შინდის მოსაკრეფად და ნაჯახით მოკლეს. რაღა თქმა უნდა, ორივე დააკავეს და სასჯელიც მოიხადეს.
იქნებ რომ დავთანხმებულიყავი შვილის ჩაწერაზე, უკვე აღარ ჩაედინათ ეს დანაშაული, მაგრამ ისეთი აგრესიული ვიყავი მის მიმართ, რომ მისი არაფერი მინდოდა. გასვენებაშიც არ ვყოფილვარ.
ამ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე ავტობუსში დამემგზავდა დოდოს დეიდა და მან მითხრა მამაჩემის შესახებ ორიოდე სიტყვა: აფენიდან, ან ლელიანიდან უნდა იყოს, ოთარი ჰქვია და ან კოჭლობს, ან სახეზე ნაიარევი უნდა ჰქონდესო. მე როცა გამაშვილა დედაჩემმა, იმ დროს მამა ყოფილა ციხეში. დედაჩემის მკვლელობის მერე მალევე გამოსულა ციხიდან და მისულა ჩემებთან (გამზრდელ მამასთან) და უთქვამს, პირდაპირ ციხიდან მოვდივარ, ჩემი შვილი გამატანეთო, მაგრამ გაუგდიათ.