ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს დაუპირისპირდა.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები სახლში მიუცვივდნენ და კარზე უბრახუნებდნენ. როგორც თავად წერს, ამ დროს ის სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო და პირსახოცით მდგომმა ჟურნალისტებს კარი ვერ გაუღო, თუმცა ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ. ეროვნულ აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია ფანჯიკიძის პოსტს კომენტარებში ინგა გრიგოლიასა და ნოდარ მელაძის გამოხმაურებაც მოჰყვა.
„იმედის“ ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო? … გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას, გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს… “ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
აღნიშნული პოსტის კომენტარებში ერთმანეთს ნათია ფანჯიკიძე, ნოდარ მელაძე და ინგა გრიგოლია დაუპირისპირდნენ.
„მეტს ველოდი შენგან, იმის ასახსნელად, მე რატომ მომნიშნე. ფსიქოლოგი რომ არ იყო, არც მექნებოდა რეაქცია ამ პოსტზე მონიშვნაზე. მაშინ გეტყვი – მისამართი შეგეშალა, ნათია. იქ არ მოხვდი.” – უპასუხა ინგა გრიგოლიამ.