ბათუმში 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე სექსუალურად 23 წლის ბიჭმა იძალადა. შემთხვევა 2 დღის წინ, ე.წ. “ოცნების ქალაქში” მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული პირი 14 წლის გოგოს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა და ცოლობას ჰპირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი გაუჩინარდა. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.