შემადგენლობა:
- 250 გრ ფარში
- 4 ც პრასი
- 2 ს.კ ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ს.კ ტომატი
- 1 ც კვერცხი
- 1/3 ჭიქა რძე
- 3-4 მუჭა გახეხილი ყველი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
პრასი დავჭრათ წვრილად, გადავიტანოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი და გავაცროთ 10 წთ. პრასი
მოვშუშოთ ზეთში ნელ ცეცხლზე, ჩავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი, ფარში, ტომატი, მარილი
და პილპილი. მიღებული მასა გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭუჭელში, შევდგათ ბრაწულა 200
გრადუსზე ღუმელში 2-3 წთ. როცა კვერცხი ოდნავ მოიბრაწება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ გახეხილი
ყველი და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წთ.