პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

amindi

ვერძი

სასურველია, ეს დღე თვითშემეცნებისა და პროფესიონალური უნარების ამაღლებისთვის გამოიყენოთ. გადახედეთ და გაფილტრეთ თქვენი საკომუნიკაციო სივრცე. კარგი დღეა კარიერული საკითხების მოსაგვარებლად.

კურო

გადახედეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, შეხედეთ რეალობას და აიღეთ მართვის სადავეები საკუთარ ხელში. სირთულეებს ადრე თუ გვიან, გონიერებისა და მოთმინების წყალობით, მაინც გაართმევთ თავს.

ტყუპები

იყავით აქტიური და კომუნიკაბელური, დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა, შეგიძლიათ, დაკავდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმით, მთავარია, თითოეული მათგანი ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, დღე მშვიდ წყნარ გარემოში გაატაროთ, მაღალია კოლეგებთან კონფლიქტის ალბათობა. საქმიანი შეხვედრები გადადეთ ახალი დღისთვის, დღეს გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

ლომი

იყავით დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ნუ იტყვით უარს თქვენს მიზნებზე. იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით უკეთეს დროსა და შანსებს.

ქალწული

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ იჩქარებთ, ეცადეთ, ყოველ სიტუაციაში რაღაც მნიშვნელოვანი იპოვოთ. ყველაფერს თავის დრო აქვს და არაფერი არ ხდება შემთხვევით.

სასწორი

შესაძლოა, წარუმატებლობაზე ფიქრმა შეგიპყროთ. თუ სამსახური არ გაქვთ, დაკავდით რაიმე საქმით, თუნდაც მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, მოიშორეთ უსარგებლო ნივთები.

მორიელი

შესაძლოა, ეჭვმა შეგიპყროთ, ეცადეთ, გაფანტოთ უსარგებლო ფიქრები და კონცენტრირდით მთავარ საქმეზე. ნუ გადაიღლებით, როგორი რთული სამუშაოც უნდა გქონდეთ შესასრულებელი, გამონახეთ დასვენებისთვის დრო.

მშვილდოსანი

არის ტყუილების ალბათობა, ყურადღებით იყავით ახალგაცნობილ ადამიანებთან, რადგან მათი მხრიდან მანიპულაცია, შესაძლოა, არასწორი ნაბიჯების წინაპირობა გახდეს.

თხის რქა

შესაძლოა, სწორედ დღეს გადაწყდეს გარკვეული გაჭიანურებული საკითხები, რომელსაც დიდხანს ელოდით. იყავით გულისხმიერი და გულწრფელი.

მერწყული

თქვენი სიმტკიცე და ნებისყოფა მისაბაძია, მაგრამ ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ შეეჭიდებით იმას, რაც თქვენს ძალებს აღემატება.

თევზები

თქვენი ფილოსოფიური ხედვითა და სიღრმეებში წვდომის უნარით, არაერთ ადამიანს დაეხმარებით. კარგი დროა, საკუთარ მანკიერი თვისებების გასაანალიზებლად და აღმოსაფხვრელად.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!