ვერძი
თქვენი კეთილგონიერება და დიპლომატიური უნარები დღეს თავადვე გაგაკვირვებთ, ნებისმიერი მიმართულებით, მოგებული დარჩებით, თუ ემოციების სათანადოდ კონტროლს შეძლებთ. არ დაივიწყოთ, რომ მძიმე კვირის დასაწყისში, დასვენება აუცილებელია.
კურო
გამოიჩინეთ მოთმინება და ზომიერება, ეცადეთ, ორიენტირებული იყოთ ძველი ვალდებულებების დასრულებაზე. მოერიდეთ გაუთვლელ დანახარჯებს. ბუნებაში გასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ტყუპები
სწორად გათვალეთ პრიორიტეტები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. გონივრულად მართეთ თქვენი ბიუჯეტი. მნიშვნელოვანი შენაძენისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის. დაისვენეთ აქტიურად.
კირჩხიბი
ეცადეთ განმარტოვდეთ, თავი შეიკავეთ კომუნიკაციებისგან და მეტი დრო დაუთმეთ თვითშემეცნებასა და იმ სიტუაციების გაანალიზებას, სადაც მეტი ბარიერები გექმნებათ.
ლომი
დაიცავით ზომიერება, გაითვალისწინეთ კომპრომისის ძალა, მაგრამ ნუ იმოქმედებთ საკუთარი პრინციპებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. დღეს გამართლებულია იმპროვიზაცია.
ქალწული
აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები, იყავით მეტად ლმობიერი. კრიტიკული შენიშვნებითა და მითითებებით შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს ატკინოთ გული.
სასწორი
კარგი დღეა, გაქვთ ენერგიაც და განწყობაც იმისათვის, რომ ყველაფერს დროულად გაართვათ თავი. დღის განმავლობაში გამოყავით დრო დასვენებისთვის, გახსოვდეთ, დღეს დასვენება აუცილებელია.
მორიელი
მთლიანად მოცული ხართ საქმით, ამიტომ, ეცადეთ საყვარელ ადამიანებსაც გამოუყოთ დრო. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, სამყარო მუდამ გვესაუბრება, მთავარია, ვისწავლოთ მისი მოსმენა.
მშვილდოსანი
იყავით დაკვირვებული და გონივრულად იმოქმედეთ. გადახედეთ თქვენს გეგმებს, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, კორექციას საჭიროებდეს. გაუმართლებლობის შემთხვევაში, ნუ დაღონდებით, მიიღეთ ყოველივე როგორც გაკვეთილი.
თხის რქა
იმოქმედეთ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ. იყავით მტკიცე და შეუპოვარი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას. თქვენ გაქვთ მიზეზი, იამაყოთ საკუთარი თავით.
მერწყული
ბედნიერება დეტალებშია! დატკბით ცხოვრებით, ისიამოვნეთ ყოველი წუთით და გახსოვდეთ, რომ სამყარო ხალისიან ადამიანებს მეტად სწყალობს.
თევზები
გახსოვდეთ, რომ ვერავინ იქნება ბედნიერი თქვენს ირგვლივ, თუ თავად არ იზრუნებთ საკუთარ სიამოვნებაზე. დასახმარებლად შეგიძლიათ, თქვენზე გამოცდილ და სტატუსით უფრო ზევით მდგომ ადამიანებს მიმართოთ.