პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბავშვმა შემთვევით ესროლა 8 წლის ძმას და მოკლა - ნახეთ ვრცლად

ბავშვმა შემთვევით ესროლა 8 წლის ძმას და მოკლა – ნახეთ ვრცლად

amindi

სახლში თამაშის დროს 8 წლის ბავშვს შემთხვევით ძმამ თოფიდან ესროლა და მოკლა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვების მშობლებს ბრალი წაუყენონ. ინციდენტი ტეხასის შტატის ჰიუსტონის ცენტრიდან დასავლეთ ნაწილში მოხდა.

შემთხვევის დროს 8 წლის ბიჭი თავის 10 და 13 წლის და-ძმასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

ჰარისის ოლქის შერიფის ედ გონსალესის თქმით, ბავშვს ჭრილობა ტანის არეში ჰქონდა მიყენებული.

„ბავშვი თოფით თამაშობდა, როცა ტყვია შემთხვევით თავის ძმას მოხვდა. ბავშვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი უკიდურესად განადგურებულია იმით, რაც მოხდა. თუ ბავშვები გყავთ სახლში, იარაღი განსაკუთრებით დაცულად ადგილად შეინახეთ“, - თქვა შერიფმა.

8 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!