მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.