ორშაბათი, დეკემბერი 30, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბორის მოისეევის „უკანონო“ შვილი და დავა ქონებაზე: რა საიდუმლოებები წაიღო მსახიობმა საფლავში
spot_img

ბორის მოისეევის „უკანონო“ შვილი და დავა ქონებაზე: რა საიდუმლოებები წაიღო მსახიობმა საფლავში

frenis kompensaciafrenis kompensacia

ბორის მოისეევი იყო ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანი, რომელთა მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ორაზროვანია: ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგს სძულს და ტალახშიც ამოსვრის. სინამდვილეში, ბორისი იყო მგრძნობიარე და დაუცველი ადამიანი, არ იყო მზად საზოგადოებისთვის გულახდილობისთვის.
ბორის მოისეევი გარდაიცვალა 27 სექტემბერს და ინტერნეტში მაშინვე დაინტერესდნენ, თუ ვინ მიიღებდა რუსეთის დამსახურებული არტისტის მემკვიდრეობას.

ბორის მოისეევის 300-მილიონიანი ქონება რამდენიმე ადამიანზე გადანაწილდა, მისი ანდერძის მიხედვით. - ალა პუგაჩოვას ქალიშვილს  ქრისტინაორბაკაიტესა და ბორისის პროდიუსერს ქონების უმეტესი წილი ერგოთ, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბორისის შვილები არიან და მის ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ.

მოისეევი ერთ-ერთი პირველი იყო რუსულ შოუბიზნესში, რომელმაც თავისი ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა,  წლების შემდეგ კი, 2010 წელს, თქვა, რომ თითქოს ყველაფერი გამოიგონა პიარის გულისთვის. ბორის მოისეევი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობაც არც ისე მარტივად ჰქონდა. მისი უახლოესი ნათესავი, 82 წლის ძმა დიდი ხანია, კანადაში ცხოვრობს. სწორედ ის მოჰყვა ბორისის ოჯახურ საიდუმლოებებს.

„ბორისმა დატოვა დისშვილი, ვოლოდია (ბიძაშვილის შვილი), ის ახლა ცხოვრობს ისრაელში. ჩემი ქალიშვილი, სვეტა გერმანიაშია. რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ ძმის შვილს, მასზე არ ვილაპარაკებ, რადან მას არ უყვარდა ბორისი და არც ბორისს უყვარდა ის, მათ არასოდეს უსაუბრიათ და კავშირი არ ჰქონიათ“, - განმარტა ბორისის ძმამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რომ ძმის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არასოდეს შერცხვებოდა არც მას და არც მის ახლობლებს. მოისეევი საკმაოდ მარტოსული კაცი იყო, შვილები არ ჰყავდა. თავად მომღერალი ერთხელ ამტკიცებდა, რომ მისი უკანონო ვაჟი ამადეუსი ცხოვრობს პოლონეთში, კრაკოვში, მაგრამ ბორისის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მთელი ეს ამბავი სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია.

„შვილი არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია. მას ნამდვილად არ ჰყავდა შვილები და ნებისმიერი დნმ-ის ტესტი ამას დაადასტურებს", - ამბობს ბორისის ძმა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!