უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელები დღითი დღე უახლოვდებიან გამარჯვებას.
"დღეს უკრაინის დამცველთა დღეა, უკრაინელი კაზაკების დღე, უკრაინის მეამბოხე არმიის დღე! მე ვამაყობ იმ მილიონი მამაცი ქალითა და კაცით, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანას იცავენ.
თქვენ ხართ საუკეთესო არმია ევროპაში, რომელსაც ყოველდღე ასობით დამპყრობლის განადგურება შეუძლია. დღითი დღე ვუახლოვდებით გამარჯვებას," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.