საბურთალოს რაიონის გამგეობაში სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, მრჩეველთა საბჭოს წევრები და დღევანდელი სხდომის თემით დაინტერესებული საბურთალოს მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ვიქტორ წილოსანმა სატრანსპორტო რეფორმის გამოწვევების, მიზნებისა და რაიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა. სხდომას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე უძღვებოდა.