Feedc-ის დამფუძნებლის 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ნიკოზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„შუადღე იყო როდესაც ჩემმა მეგობარმა მარიკამ დამირეკა და მკითხა ვერაზე ვიღაც ნიკა კვარაცხელიას ესროლეს და შენი ნიკო ხომ არ არისო? იმდენად გამოვრიცხე დამაჯერებლად ვუთხარი, არა-თქო. რამდენიმე წუთში ტელევიზიით სროლის კადრები გავრცელდა და.
მოკლეს! რატომ, რისთვის, რა უნდოდათ, ვინ გაამწარა?! ამაზე აგერ უკვე ერთი წელია პასუხი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის რომ აღარ გვყავს ნიკო ფიზიკურად, თორემ ისე ვერაფერი დამართეს! მარტო ჩვენ კი არა თაობებს ეცოდინებათ ნიკოს ამბავი, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა მისი სახელის უკვდავსაყოფად ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მისი სახელი“, - წერს ნინო ზაბახიძე.