იმისთვის, რომ ადამიანმა ნებისმიერ სივრცეში თავისუფლად და კომფორტულად იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია გარკვეული ეტიკეტის ნორმები და წესები იცოდეს.
ქცევის წესები მაგიდასთან:
- არასოდეს დადოთ იდაყვები მაგიდაზე – მხოლოდ ხელები უნდა იყოს მაგიდაზე. დაალაგეთ ისინი თქვენს კალთაზე.
 - თუ პერსონალმა უკვე მოიტანა კერძი, დაელოდეთ სანამ სუფრაზე ყველა სტუმარს მოემსახურებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ჭამა.
 - არ დააწყოთ მაგიდაზე ის ნივთები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ საკვებთან. მაგალითად მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, სანთებელა და ა.შ.
 - თუ პირში საჭმელი გაქვთ, ეცადეთ თავი აარიდოთ საუბარს. დაღეჭეთ, გადაყლაპეთ საკვები და მხოლოდ ამის შემდეგ შედით დიალოგში.
 - თუ თქვენ გჭირდებათ ტუალეტში წასვლა, თქვით „ბოდიში, წავალ ერთი წუთით“.
 - გამოიყენეთ ნაკლები ჟესტები, რათა არ დააზიანოთ თანამოსაუბრე ან არ ჩამოაგდოთ საკვები.
 - კბილებს შორის საჭმელი გაქვთ ჩარჩენილი? მისი მოცილება არ სცადოთ სუფრასთან, თუ ამ დისკომფორტს ვერ უძლებთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ, გახვიდეთ და საპირფარეშოს ოთახში კბილებში ჩარჩენილი საკვები ამოიღოთ.
 - თუ ნივთი არ არის საჭმლის ნაწილი, ის არ უნდა იყოს მაგიდაზე, მაგალითად: ტელეფონი, ხელჩანთა, გასაღები, ქუდი, ხელთათმანი, სათვალე და სიგარეტის კოლოფი.
 - თუ ლიმონის გამოწურვა გჭირდებათ თევზზე ან ზღვის პროდუქტებზე, დააფარეთ ხელი. ასე რომ, წვენის წვეთები არ დაეცემა არც სხვებს და არც თქვენს თვალში;
 - სიგარეტი უნდა ჩააქრო საფერფლეში, მაგრამ არა თეფშში.
 - თუ აღმოსავლურ კერძებს მიირთმევთ, არ გადააჯვარედინოთ ჩხირები, ეს ნიშნავს, რომ საკვები არ მოგეწონათ.
 - თუ გადმოგაწოდეს საკვები, არ დაუბრუნოთ უკან, მიაწოდეთ წრეზე სხვასაც, ან დადგით ცარიელ ადგილას.
 - თუ გთხოვეს მარილის მიწოდება, ეტიკეტის თანახმად უნდა მიაწოდოთ მარილისა და პილპილის სრული კომპლექტი.
 



                                    



